ESC ვაკანსია პოლონეთში

14.08.2020

პროექტი "Small step - Big change"

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტში - "Small step - Big change"-ის მონაწილეთა შესარჩევად.

შერჩეული მონაწილეები ერთი წლით გაემგზავრებიან პოლონეთში. ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე ჩაერთვებიან ორგანიზაცია "Adults for Children"-ის ან "Socially Active Association"-ის საზოგადოებრივ საქმიანობაში.

შერჩეული მოხალისეები იმუშავებენ შემდეგი მიმართულებით:

  • ახალგაზრდა შემოქმედთა კლუბის გაძღოლა;

  • აქტივობების დაგეგმვა-განხორციელება ბავშვებისა და მოზარდების თერაპიულ დღის ცენტრში;​

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მხარდაჭერა ოკუპაციური თერაპიის ვორკშოპებში;

  • საბავშვო ბაღის აღმზრდელთა მხარდაჭერა სხვადასხვა აქტივობის წარმართვის პროცესში;

შერჩევის კრიტერიუმები:

  • კანდიდატი უნდა იყოს 18 – 30 წლის პროექტის დაწყების პერიოდისთვის;

  • ბავშვებთან, მოზარდებთან და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მუშაობის მაღლი მოტივაცია;

  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • პრეზენტაციის უნარები.

მონაწილეობის პირობები:

მონაწილეებს აუნაზღაურდებათ პროექტით განსაზღვრული ყველა ხარჯი (ვიზა, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ფართი, საკვები, დაზღვევა და ჯიბის ფული). შერჩეული მონაწილეები ვალდებული არიან ჩაერთონ პროექტისთვის მოსამზადებელ აქტივობებში, როგორიცაა საორიენტაციო ტრენინგი და ვიზის მოპოვების პროცედურები.

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • აპლიკაციის შევსება 14 სექტემბრამდე ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე:  https://rb.gy/yda53q

  • ონლაინ გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.

 

შეკითხვების შემთხვევაში მოგვწერეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthorizongeorgia@gmail.com

© Since 2018