150144157_102199915247122_82499175806476

ქობულეთის ახალგაზრდული სამოქალაქო საბჭო

ევროკავშირის ERASMUS+ პროგრამის მხარდაჭერით და ქობულეთის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება პროექტი "ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა" (DIGY), რომლის მიზანია ახალგაზრდების როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილების მიღების პროცესში. აღნიშნული პროექტის ფარგლებში ჩვენი გუნდის მიერ ჩამოყალიბდა საინიციატივო ჯგუფი - ქობულეთის ახალგაზრდული სამოქალაქო საბჭო, რომლის ძირითადი საქმიანობა მოიცავს ქობულეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების ინტერესებისა და საჭიროებების შესწავლას და მათ ადვოკატირებას მუნიციპალურ დონეზე შემდეგი 5 თემატური მიმართულებით:

  • სპორტი, დასვენება და ჯანდაცვა;

  • დასაქმება და უმუშევრობის დაძლევა;

  • სოფლად მცხოვრები ახალგაზრდების გააქტიურება;

  • ადამიანის უფლებების დაცვა;

  • განათლება და ახალგაზრდების ინფორმირება.

დიგი.png

პროექტის ფარგლებში საბჭოს წევრებმა გაიარეს თეორიული გადამზადება საკითხის ექსპერტების მოწვევით, მიიღეს საჭიროებების კვლევის და რეკომენდაციების შემუშავების პირველი გამოცდილება, შეიმუშავეს  ორგანიზაციის განვითარების სამოქმედო გეგმა და დაიწყეს მუშაობა ადვოკატირების ინიციატივებზე. პროექტი ხორციელდება 2021 წლის მარტამდე და მისი დასრულების შემდეგ საბჭო გააგრძელებს თავის საქმიანობას ახალგაზრდების ჩართულობისა და ადგილობრივი თემის განვითარების მიმართულებით.

799px-Erasmus+_Logo.svg.png
logo_zedar_kobuleti_t.png