09.07.2020

ESC ვაკანსია პოლონეთში

პროექტი ECO Roots

ცხადდება კონკურსი ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ევროპის სოლიდარობის კორპუსის პროექტ  ECO Roots-ის მონაწილეთა შესარჩევად.

შერჩეული მონაწილეები ცხრა თვით გაემგზავრებიან პოლონეთის ქ. ვროცლავში. ისინი მოხალისეობრივ საფუძველზე ჩაერთვებიან ორგანიზაცია Omniveda Foundation-ის საზოგადოებრივ საქმიანობაში ეკოლოგიური ცნობიერების და გარემოსდაცვითი განათლების მიმართულებით. 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მონაწილეები განახორციელებენ შემდეგ საქმიანობას:

  • სასკოლო ეკო კლუბების გაძღოლა;

  • ეკო-ბუკლეტის შემუშავება;

  • ხანდაზმულთა კლუბისთვის თეატრალური დადგმის ორგანიზება;

  • საკუთარი საპროექტო იდეის შემუშავება და განხორციელება;

  • საქართველოს ისტორიისა და კულტურის პოპულარიცაზია;

  • საქართველოში დაბრუნების შემდეგ მინი პროექტის განხორციელება.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • კანდიდატი უნდა იყოს 18 – 30 წლის პროექტის დაწყების პერიოდისთვის;

  • მაღალი მოტივაცია ეკოლოგიისა და გარემოსდაცვითი საქმიანობის მოხალისეობრივად განხორციელების მიმართულებით;

  • ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარი;

  • კომუნიკაბელურობა, ინიციატიურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

  • პრეზენტაციის უნარები.

მონაწილეობის პირობები:

  • მონაწილეებს აუნაზღაურდებათ პროექტით განსაზღვრული ყველა ხარჯი (ვიზა, ტრანსპორტირება, საცხოვრებელი ფართი, საკვები, დაზღვევა და ჯიბის ფული);

  • შერჩეული მონაწილეები ვალდებული არიან ჩაერთონ პროექტისთვის მოსამზადებელ აქტივობებში, როგორიცაა საორიენტაციო ტრენინგი და ვიზის მოპოვების პროცედურები.

შერჩევის პროცესი მოიცავს შემდეგ საფეხურებს:

  • აპლიკაციის შევსება 31 ივლისამდე ინგლისურ ენაზე შემდეგ ბმულზე: www.rb.gy/zdwwmx;

  • ონლაინ გასაუბრება მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან;

  • პრეზენტაციის მომზადება და წარდგენა ინტერნეტ პლატფორმის გამოყენებით.

შეკითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოიწეროთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: youthorizongeorgia@gmail.com

ორგანიზაცია იტოვებს უფლებას გადაავადოს პროექტის დაწყების თარიღი, Covid 19-ით გამოწვეული რისკების არიდების მიზნით.

© Since 2018