პარტნიორობის წინადადება

პროექტის შესახებ

აღნიშნული პროექტის მიზანს წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ციფრული პლატფორმა OPIN.ME-ის მეშვეობით ევროპის მასშტაბით.


DIGY ხორციელდება ევროკავშირის ერასმუს + პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით და ევროპის მასშტაბით 7 ახალგაზრდული ორგანიზაციის თანამშრომლობით. პროექტის შედგება შემდეგი მთავარი აქტივობებისგან:


• ელექტრონული სასწავლო მასალების შემუშავება, რომელიც იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი;


• ადგილობრივი პროექტების განხორციელება ციფრული ჩართულობის საშუალებით, რომლის ფარგლებში მოხდება პლატფორმის გამოყენება ახალგაზრდების გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩასართავად;


• ციფრული ფორუმის შემუშავება, რომელიც დაეხმარება პლატფორმის მომხმარებლებს გაცვალონ საკუთარი გამოცილება სხვა დაინტერესებულ პირებთან.

პარტნიორობის შეთავაზება

პროექტის ფარგლებში პარტნიორ ორგანიზაციას შესაძლებლობა ექნება გაეცნოს ევროპის საუკეთესო გამოცდილებას და განახორციელოს პროექტი ახალგაზრდების ელ-ჩართულობის მიმართულებით. პარტნიორი ორგანიზაცია ჩაერთვება შემდეგ აქტივობებში:

  • მოსამზადებელი ტრენინგი და ერთობლივი სამუშაო შეხვედრა საქართველოში

  • საერთაშორისო ტრენინგი „ციფრული ჩართულობის შესწავლა“ მაკედონიაში

  • საერთაშორისო ტრენინგი „შემოქმედებითი და წარმატებული ჩართულობის ტექნიკები“ მალტაში

  • ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის პროექტის შემუშავება და განხორციელება ადგილობრივ დონეზე

პარტნიორობის პირობები

ადგილობრივი ციფრული ჩართულობის პროექტის განხორციელების მიზნით, DIGY-ის ფარგლებში თანამშრომლობა მოხდება საქართველოში მომუშავე საჯარო ორგანიზაციასთან, რომელიც:


• მიზნად ისახავს 14-29 წლამდე ახალგაზრდებთან მუშაობას და მათი გადაწყვეტილების მიღების    პროცესში ჩართვას


• დაინტერესებულია შეიმუშაოს ახალგაზრდების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული პროგრამები და პროექტები


• შეძლებს გამოყოს კოორდინატორად ინგლისურ ენაზე კომუნიკაციის უნარის მქონე პირი.


პარტნიორობით დაინტერესებულმა ორგანიზაციამ უნდა წარადგინოს, მაქსიმუმ, ორი კოორდინატორის კანდიდატი, რომელთაგან ერთი შესაძლებელია იყოს ადგილობრივი პარტნიორი სამოქალაქო ორგანიზაციიდან.


გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ აღნიშნული წინადადება მოქმედებს 2020 წლის
20 სექტემბრამდე. დაინტერესების შემთხვევაში, შეავსეთ დანართში მოცემული
სააპლიკაციო ფორმა და გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
youthorizongeorgia@gmail.com

© Since 2018