eParticipation.png

თანამშრომლობა ახალგაზრდების ჩართულობისთვის

EU flag-Erasmus+_vect_POS(1).jpg
DIGY_Original(1)(8)_edited.jpg
OPIN logo screen-01(1).png

პროექტის შესახებ

ახალგაზრდების ჩართულობის საკითხი საქართველოში სულ უფრო აქტუალური ხდება. იქნება ეს სასწავლო დაწესებულება, მუნიციპალიტეტი თუ საინიციატივო ჯგუფი - ახალგაზრდების ხმა არის მნიშვნელოვანი. ჩართულობის პროცესი  წარმოადგენს ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიღებისა და მათთვის საინტერესო საკითხში გათვითცნობიერების შესაძლებლობას. რაც მთავარია, ეს არის საშუალება ახალგაზრდების  ინტერესები და საჭიროებები იქნას გათვალისწინებული.  გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა  ჩართულობის თვალსაზრისით, დღესდღეობით, პრაქტიკაში გამოიყენება არაერთი ფორმა, იქნება ეს სამოქალაქო საბჭო, სამოქალაქო ბიუჯეტირება, კონსულტაციები თუ ერთჯერადი გამოკითხვა. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად აქტუალური გახდა ციფრული ჩართულობა, რაც უფრო მოქნილს და მარტივს ხდის ჩართულობის ტრადიციულ ფორმებს. სწორედ, ამ საჭიროებიდან გამომდინარე ხორციელდება პროექტი „ახალგაზრდების ციფრული ჩართულობა“ (DIGY), რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებთან მომუშავე ორგანიზაციების და პირების ციფრული ჩართულობის კომპეტენციების განვითარების ხელშეწყობას და შესაბამისი რესურსებით უზრუნველყოფას ევროპის მასშტაბით. ამისათვის შემუშავებულ იქნა ციფრული პლატფორმა www.opin.me (OPIN), რომელიც საშუალებას იძლევა სრულიად უფასოდ, სხვადასხვა ინსტრუმენტის მეშვეობით ჩავრთოთ ახალგაზრდები იდეების გენერირებაში, გამოკითხვაში, სივრცის დაგეგმარებაში და ა.შ.

პროექტით განსაზღვრულია ახალგაზრდების ჩართულობის აქტივობები განხორციელება ციფრული პლატფორმა OPIN-ის გამოყენებით. ასევე, შესაბამისი მეთოდოლოგიური სასწავლო მასალების შემუშავება და ჩართულობის საკითხებზე მომუშავე პრაქტიკოსთა ონლაინ ფორუმის შექმნა. პროექტი ხორციელდება ევროკავშირის ERASMUS + პროგრამის დაფინანსებითა და ექვს პარტნიორ ევროპულ  ორგანიზაციასთან თანამშრომლობით. DIGY-ის ფარგლებში დაგეგმილია საერთაშორისო სასწავლო და საქმიანი ვიზიტები პარტნიორ ორგანიზაციებს შორის ცოდნისა და გამოცდილების გაცვლის მიზნით. საქართველოში პროექტს ახორციელებს არასამეწარმეო და არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდული ჰორიზონტი“, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ახალგაზრდების ჩართულობის და ინკლუზიის ხელშეწყობა.

თანამშრომლობის პირობები

პარტნიორობის წინადადება განკუთვნილია მათთვის, ვინც გეგმავს ახალგაზრდების ჩართვას გადაწყვეტილების მიღების პროცესში და სურს ამ მიზნით მიიღოს მეტი ინფორმაცია და ამისათვის გამოიყენოს ციფრული პლატფორმა. პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ გაეცნონ ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის ევროპულ პრაქტიკას. ამისათვის, პროექტით განსაზღვრულია შემდეგი სახის აქტივობების განხორციელება:

  • საერთაშორისო ონლაინ ტრენინგები ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებით;

  • ინდივიდუალური კონსულტაციები ციფრული ჩართულობის პროცესის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, რომლებიც წარმატებით განახორციელებენ ახალგაზრდების ციფრული ჩართულობის აქტივობებს, შესაძლებლობა მიეცემათ მონაწილეობა მიიღონ ევროპის ქვეყნებში დაგეგმილ საერთაშორისო შეხვედრებში. გარდა ამისა, პარტნიორი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული წარმატებული ციფრული ჩართულობის პროექტების შესახებ ინფორმაციის გავრცელება მოხდება ევროპის სხვადასხვა საინფორმაციო პლატფორმების მეშვეობით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, შეავსოთ თქვენი მონაცემები აპლიკაციის მეშვეობით. ამისათვის გადადით შემდეგ ბმულზე: shorturl.at/hFG69