
ბოჩა - სპორტი ყველასათვის
პროექტი "Boccia - სპორტი ყველასათვის" მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების ინკლუზიის ხელშეწყობას სპორტისა და სამოქალაქო აქტივობის გზით. აღნიშნული პროექტის ფარგლებში იგეგმება ქ. ქუთაისში ბოჩას სპორტული კლუბის ჩამოყალიბება და ამისათვის შემდეგი ღონისძიებების განხორციელება:
-
პროექტის შესახებ საინფორმაციო კამპანია
-
ბოჩას წვრთნები
-
პიროვნული განვითარებისა და ადვოკატირების ტრენინგები
-
ბოჩას კლუბისთვის აღჭურვილობის გადაცემა
-
მოხალისეობრივი აქტივობები
-
ადვოკატირების პროექტების განხორციელება
-
სამუშაო შეხვედრები ბოჩას კლუბის ფორმირების მიზნით
-
სასწავლო ვიდეობის მომზადება
-
ბოჩას ტურნირი
პროექტის შედეგად მოსალოდნელია:
-
ბოჩას სპორტული კლუბის დაარსება
-
სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია
-
გუნდური და ლიდერული უნარების განვითარება მონაწილეებში
-
საზოგადოების ცნობიერების ამაღლება შშმ პირთა საკითხებზე
პროექტი დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს ალუმნი საგრანტო პროგრამის ფარგლებში. პროექტი ხორციელდება ქალაქ ქუთაისის მერიის თანადაფინანსებით და კოლეჯ “იბერიას” მხარდაჭერით.
გაიგეთ მეტი ბოჩას შესახებ. იხ. ვიდეო ქართული სუბტიტრებით.
პროექტის მხარდამჭერები



