მკითხველთა კლუბი

ახალგაზრდული ჰორიზონტის ინიციატივითა და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ბაღდათის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პროექტი „მკითხველთა კლუბი“, რომელშიც მონაწილეობას იღებს 12–15 წლის 20 ახალგაზრდა.

პროექტის მიზანია წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების განვითარება, საერთო სივრცის შექმნა ინფორმაციისა და იდეების გასაზიარებლად.

პროექტი ითვალისწინებს თორმეტ სამუშაო შეხვედრას და მოიცავს შემდეგ აქტივობებს:

  • წაკითხული ლიტერატურის განხილვა

  • საჯარო გამოსვლების/პრეზენტაციის ტექნიკების შესწავლა

  • "ბუქტოქი"

  • მინი კონკურსები

  • მრავალფეროვანი ინდივიდუალური და ჯგუფური დავალებების მომზადება

 

პროექტის ბოლოს, მონაწილეები მიიღებენ სერტიფიკატებს და სიმბოლურ საჩუქრებს.

1/9

© Since 2018